jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 უეფა-მ ​ევრო 2024-ზე გუნდების განაცხადში მოთამაშეთა რაოდენობა, შესაძლოა, 26-მდე გაზარდოს – ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის გადაწყვეტილების შესახებ გამოცემა Athletic-ი იტყობინება.

უეფა-ში განაცხადეს, რომ გაითვალისწინეს ეროვნული ნაკრებების მწვრთნელთა მოსაზრებები ევრო 2024-ზე სამატჩო განაცხადში მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებას 8 აპრილს, უეფა-ს კონგრესზე მიიღებენ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდების წარმომადგენელები დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან (18 ივნისს დორტმუნდში), ჩეხეთსა (22 ივნისს ჰამბურგში) და პორტუგალიასთან (26 ივნისს გელზენკირხენში) ითამაშებს.

101