global distribution
გარე ავეჯი

1-ლი ნოემბრიდან საჯარო მოხელეები ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმებას ვეღარ შეძლებენ. აღნიშნულს ითვალისწინებს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელსაც მიხელ ყაველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

კანონის თანახმად, 2 პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დაბრუნება მოუწევს. თუმცა, შესაბამისის დადგენილებით უკვე შეიქმნა იმ ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი.

დადგენილების მიხედვით ასეთი საქმიანობებია:

სივრცითი დაგეგმარების, ურბანიზაციის, არქიტექტურის, ინჟინერიისა და მშენებლობის სფერო (მაგ: არქიტექტორი, ურბანისტი, კონსტრუქტორი, ტექნიკური ზედამხედველი, საგზაო ინჟინერი, ექსპერტ-ლაბორანტი და ა.შ);
საავიაციო სფერო (მაგ: მფრინავი ინსტრუქტორი, ავიაციის ინჟინერი , ავიაციის ტექნიკოსი და ა.შ);
გარემოს დაცვის სფერო (მაგ: ბიომრავალფეროვნების სპეციალისტი, ჰიდრობიოლოგი, აკვაკულტურის სპეციალისტი, ნიადაგმცოდნეობის სპეციალისტი, აგრონომ-ბოტანიკოსი ექსპერტი, გარემოსმცოდნე, ეკოლოგი, გარემოსდაცვითი ბიოლოგი);
ფიზიკური და დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სფერო (მაგ: გეოლოგი/ჰიდროგეოლოგი/ინჟინერ-გეოლოგი/გეომორფოლოგი, ატმოსფერული მეცნიერებების სპეციალისტი, ქიმიკოსი, მეტეოროლოგი, გლაციოლოგი, საინჟინრო ჰიდროლოგი, კლიმატოლოგი და ა.შ.);
მთარგმნელობითი საქმიანობა; ჟესტური ენის სპეციალისტი;
სამართლის სფერო;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი;
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და ა.შ.

119