
დღეს, 31 მაისს "FARA" ძალაში შევიდა. პარლამენტმა "FARA-ს ანალოგ" "უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს" III მოსმენით მხარი 1 აპრილს დაუჭირა. მისი ამოქმედებისთვის კი 60 დღე იყო გათვალისწინებული.
ვის ეხება FARA და ვინ იქნება “უცხოური პრინციპალის აგენტი”?
არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO), მედიასაშუალებები და კერძო კომპანიები, თუ ისინი ფინანსდებიან უცხოური წყაროდან;
პირები, რომლებიც უცხოური ორგანიზაციების დავალებით ან დაფინანსებით აწარმოებენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას (მაგალითად, ლობისტები, მრჩეველები, სარეკლამო აგენტები, ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უცხოური ორგანიზაციების მიერ არიან დასაქმებულნი);
ფიზიკური პირები, თუ ისინი ასრულებენ “უცხოური პრინციპალის” (ანუ უცხო ქვეყნის, უცხოური პოლიტიკური პარტიის, საერთაშორისო ორგანიზაციის ან სხვა უცხოური სუბიექტის) დავალებებს, მათ ინტერესებში პოლიტიკურად აქტიურობენ ან ინფორმაციის გავრცელებას ახდენენ.
ბიზნესები, რომლებიც არაპირდაპირ უკავშირდებიან უცხოური დაფინანსების წყაროებს, მათ შორისაა საინფორმაციო და საკონსულტაციო კომპანიები;
პროექტის თანახმად, უცხოურ აგენტად რეგისტრაციას დაავალდებულებენ არა მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, არამედ მეწარმეებს, კორპორაციებს და ფიზიკურ პირებსაც კი, რომლებიც იღებენ უცხოეთიდან თანხებს, უცხოურ დაფინანსებას და ერთვებიან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ინფორმაციულ საქმიანობაში.
ერთი დათქმით, რომ აუცილებელია, აგენტი უცხოური ძალის გავლენის ქვეშ უნდა იყოს, მისი დავალებების შესაბამისად უნდა მოქმედებდეს და ამავდროულად უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, პოლიტიკურ აქტივობებში და არა მხოლოდ, იქნება ეს, მაგალითად, სარეკლამო [საქმიანობა] თუ ნებისმიერი ისეთი ფორმა, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას ახდენს…
სანქცია/ჯარიმები
FARA-ს რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო აღასრულებს.
რაც შეეხება ჯარიმების ნაწილს, „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ფიზიკური პირისთვის ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 5 წლამდე ვადით, იურიდიული პირი კი ისჯება ჯარიმით.
ამერიკულ FARA-ში სანქცია 10 000 დოლარი და/ან თავისუფლების აღკვეთაა, რაც საქართველოში 10 000 ლარი და თავისუფლების აღკვეთით ჩანაცვლდა.
საქართველოში ყველა ის პირი, რომელიც არის უცხოური პრინციპალის აგენტი ვალდებულია დარეგისტრირდეს ამ კანონის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს თუნდაც გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული მასალა გავრცელდება 2 ან მეტ პირზე, ამ მასალის ორი ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს, ინფორმაციის გავრცელებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში;
ამ კანონით მოთხოვნილი საინფორმაციო მასალების ასლები, რომლებიც უნდა წარედგინოს ანტიკორუფციულ ბიუროს, აგრეთვე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საჯარო მონიტორინგისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ამის შემდეგ, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი უფლებამოსილია, განსაზღვროს ტერმინი „თვალსაჩინო“ აღნიშნული კანონის მიზნებისთვის.
მეექვსე მუხლით ოფიციალური საჯარო მონიტორინგის, ჩანაწერების და ინფორმაციის გადაცემის წესია დარეგულირებული;
მეშვიდე მუხლის მიხედვით, უცხოური პრინციპალის მიერ დასაქმებული პირების პასუხისმგებლობაზეა საუბარი;
ხოლო მერვე მუხლი განსაზღვრავს აღსრულებასა და ჯარიმებს;
მეცხრე მუხლი განსაზღვრავს კონკრეტულად იმ წესებსა და პირობებს, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის უფლებამოსილებები იქნება;
მეათე ანგარიშვალდებულება საქართველოს პარლამენტის წინაშე.