janmedi
ავერსი ნემო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით სონღულაშვილის 4 ნოემბრის ბრძანებით, ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების წესი და ფორმა დამტკიცდა. 

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ღვინის კომპანიებისთვის ნიშანდების სისტემა სავალდებულო 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან გახდება.

დამტკიცებული წესი განსაზღვრავს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის ნიშანდების პირობებსა და პროცედურას, ნიშნის ფორმასა და სავალდებულო ელემენტებს. ასევე, გაწერილია ნიშნის მოთხოვნის, გაცემის, მიღების, შენახვის, დატანის, აქტივაციის, დეაქტივაციისა და დაბრუნების წესები, აგრეთვე ნიშანდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვისა და კონტროლის პირობები.

წესის მიზანია სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმლის იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა, ასევე მომხმარებლისთვის პროდუქტისა და მისი სერტიფიცირების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

როგორ იმუშავებს ნიშანდების სისტემა:

წესის თანახმად, სარეალიზაციოდ განკუთვნილი სერტიფიცირებული ალკოჰოლიანი სასმელი ნიშანდებული უნდა იყოს ბაზარზე განთავსებამდე. თითოეულ სამომხმარებლო ტარაზე დაიტანება ერთი ნიშანი, ხოლო ჩამოსასხმელი ღვინის შემთხვევაში — სარეალიზაციო სტაციონარულ ჭურჭელზე ან/და ცისტერნაზე.

ნიშნის განმეორებით გამოყენება, სხვა პროდუქტზე გადატანა, გასხვისება ან მესამე პირისთვის გადაცემა დაუშვებელია. ნიშნის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას ღვინის ეროვნული სააგენტო იღებს.

ამასთან, ნიშნის ფლობა თავისთავად არ ადასტურებს პროდუქტის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან. ნიშანდების მოთხოვნა შესრულებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ნიშანი წესის შესაბამისად არის დატანილი, აქტიურია და შესაბამისი პროდუქციის სერტიფიკატთან არის დაკავშირებული.

ნიშნები ერთმანეთისგან ფერით განსხვავდება, თუმცა მათი ფორმა, ზომა და სავალდებულო ელემენტების განლაგების პრინციპი ერთნაირია.

რა უნდა ეწეროს ნიშანზე და რა ინფორმაციას მიიღებს მომხმარებელი?

ნიშანი მატერიალური ფორმის იქნება და მისი გამოყენება შესაძლებელი უნდა იყოს მინაზე, მუყაოზე, მეტალსა და ალკოჰოლიანი სასმლის სამომხმარებლო ტარისთვის ან შეფუთვისთვის გამოყენებულ სხვა შესაბამის მასალაზე.

ნიშანი უნდა შეიცავდეს:

- ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ შერჩეულ სიმბოლოს;
- QR კოდს;
- უნიკალურ იდენტიფიკატორს (UID);
- სულ მცირე ერთ ხილულ, ერთ ფარულ და ერთ სასამართლო-საექსპერტიზო ავთენტიფიკაციის ელემენტს;
-სააგენტოს მიერ განსაზღვრულ სხვა ტექნიკურ აღმნიშვნელს, რომელიც აუცილებელია ნიშნის ავთენტიფიკაციისა და მიკვლევადობისთვის.

ნიშანი დაცული უნდა იყოს კოპირებისგან, დუბლირებისგან და არასანქცირებული გამოყენებისგან. მისი მოცილების ან გადატანის მცდელობამ კი ნიშნის ან მისი დამცავი ელემენტის შეუქცევადი დაზიანება უნდა გამოიწვიოს.

QR კოდის სკანირების შემდეგ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია პროდუქტის დასახელებისა და კატეგორიის, მწარმოებლის, შესაბამისობის სერტიფიკატის ნომრის, გაცემის თარიღისა და სტატუსის, ლოტის ნომრისა და თავად ნიშნის სტატუსის შესახებ.

როგორ მიიღებენ კომპანიები ნიშანს?

ღვინის კომპანიამ ნიშნის მისაღებად განაცხადი ღვინის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ავტორიზებული მომხმარებლის ანგარიშიდან უნდა წარადგინოს.

სააგენტო განაცხადის დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მისი რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში იღებს და განმცხადებელს ელექტრონულად აცნობებს. უარის შემთხვევაში გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ ღვინის კომპანია ვალდებულია გადაიხადოს ნიშანდების საფასური. ამის შემდეგ ნიშანი ან ნიშნები არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა გაიცემა.

ნიშნების მოძრაობის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები ნიშნის ბოლო სტატუსის ცვლილებიდან არანაკლებ 5 წლის განმავლობაში უნდა ინახებოდეს.

რა ვალდებულებები ექნებათ ღვინის კომპანიებს?

ღვინის კომპანიები ვალდებული იქნებიან:

- ნიშანი გამოიყენონ მხოლოდ იმ პროდუქტისა და რაოდენობისთვის, რომლისთვისაც ის გაიცა;
- უზრუნველ

59