golden brand
ავერსი ნემო

აპრილში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება კი შემცირდააპრილში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, გამომუშავება კი შემცირდა. 

2026 წლის აპრილში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.5%-ით შემცირდა. „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, აპრილში გენერირებულმა ელექტროენერგიამ 1 150 გვტ.სთ შეადგინა.

კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში ჰიდროსადგურების გამომუშავება წლიურად 19.3%-ით შემცირდა და 937 გვტ. სთ შეადგინა, ხოლო თბოსადგურების გამომუშავება 198 გვტ.სთ-ს გაუტოლდა.

ამავე პერიოდში ქარის ელექტროსადგურების გენერაცია, ახალი სადგურების ექპლუატაციაში მიღების ფონზე, 14.2 გვტ.სთ-მდე, 105%-ით გაიზარდა, ხოლო მზის სადგურების გამომუშავებამ 1.7 გვტ.სთ. შეადგინა.

60