jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა ან პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ყველა პაციენტი, ვინც პარასკევიდან ითხოვდა სტაციონარიზაციას, განთავსებულია კლინიკებში.
 
„პარასკევის მონაცემებით, გვქონდა 631 გამოძახება და 488 მომლოდინე ზარი 112-ში. ასევე, ფიქსირდებოდა მოქალაქეების სურვილი, სასწრაფო დახმარების მისვლის დაჩქარებაზე, ჩვენ ვაკვირდებით მოსახლეობის მოთხოვნას პრეტენზიების თაობაზე.
 
ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა ან პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით. დღეს 09:00 საათის მონაცემებით, დაფიქსირდა 150 ზარი, რომელთაგან კოვიდის მიმართულებით დაფიქსირდა მხოლოდ 100 შემთხვევა და დღის განმავლობაში ეს მოქალაქეები განთავსდებიან სტაციონარში“, - განახადა ეკატერინე ტიკარაძემ.
1382