
დღეს ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად ქუთაისში ჩავლენ.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის დავალების შემდეგ ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი რიონის ხეობის მოსახლოებას ერთი კვირის წინაც შეხვდნენ. ამ შეხვედრის შემდეგ მიმდინარე კვირაში პროექტთან დაკავშირებით განხილვა გაიმართა პარლამენტშიც, რომელსაც დეპუტატების, ექსპერტების, სხვა დაინეტრესებული მხარეების და „რიონის ხეობის დამცველების“ წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი დღეს მოსახლეობასთან მორიგ შეხვედრას ქუთაისში, მერიის შენობაში 14:00 საათზე გამართავენ.