jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიხსნა. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.
 
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებულ პლენარულ სხდომას მხოლოდ ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრები ესწრებიან.
 
მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტს გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა შესთავაზა. ყველა სხვა თანამდებობაზე გახარიამ პარლამენტს წინა კაბინეტის მინისტრები შესთავაზა.
1380