gorgia
ავერსი ნემო

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.132 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 %-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობითვე, საანგარიშო პერიოდში ექსპორტმა 2.439 მლრდ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 21.1 პროცენტით), ხოლო იმპორტმა 5.692 მლრდ. აშშ დოლარი (შემცირდა 4.9 %-ით) შეადგინა.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-აპრილში 3.252 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40%-ია.

56