
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11.933 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 3.234 მლრდ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 13.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8.699 მლრდ. აშშ დოლარი (გაიზარდა 12.4 პროცენტით).
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 5.465 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 პროცენტია.