2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5.862 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 1.723 მლრდ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 23.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4.138 მლრდ. აშშ დოლარი (შემცირდა 7.2 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში 2.414 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.