
2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1 401.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.7%-ით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
„საქსტატის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8%-ს შეადგენს.
„აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 %-ით შემცირდა და 641.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.4% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (122.0 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (66.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (47.5 მლნ. აშშ დოლარი)-აღნიშნულია ინფორმაციაში.