janmedi
ავერსი ნემო

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2026 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 632 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტი) 8 654.8 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 

მათივე მონაცემებით, ნებართვების თითქმის სამი მეოთხედი ნაწილი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 48.1% მოდის თბილისზე, 8.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.2% - კახეთის რეგიონზე და 7.8% - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე.

„აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 2 543.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით მეტი) 2 307 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტით ნაკლები).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის ოთხ რეგიონზე, კერძოდ, 32.5% მოდის თბილისზე, 13.9% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12.2% - კახეთის რეგიონზე და 8.6% - ქვემო ქართლის რეგიონზე,“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

102