gorgia
ავერსი legi

„საქტატის“ ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2026 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.9% შეადგინა.

მათივე ცნობით, 2026 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები.

„საქსტატის“ მონაცემებით, კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და ვაჭრობის სექტორში.

74