global distribution
ავერსი გარე ავეჯი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში, დღეს, პოლონელ კოლეგას მატეუშ მორავიეცკის უმასპინძლებს.
 
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრები ერთობლივად გახსნიან პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლს, რომელიც ახალ ბულვარში დაიდგა.
 
ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
992