
გამოფენის Parallel Traces გახსნამდე, „ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელმა იციკ მოშემ და ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის დირექტორმა ვიქტორ სორენსონმა შეხვედრა პარლამენტში გამართეს.
სტუმრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უმასპინძლა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტარები ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობა საქართველოს იმიჯისთვის უმნიშვნელოვანესია. იმის გამო, რომ აღნიშნული ასოციაცია და მისი ეგიდით „ისრაელის სახლი“ კულტურულ მემკვიდრეობის დაცვა/პოპულარიზაციაზე მუშაობენ, ეს საქართველოსთვის ერთ-ერთი ქმედითი ინსტრუმენტია მსოფლიოდან ტურისტების მოსაზიდად, რაც სერიოზული შენატანია ქვეყნის ეკონომიკაში. პარლამენტარების თქმით, მათი სურვილია, პარლამენტის ეგიდით შემუშავდეს კულტურათაშორისი ურთიერთობის პროექტი, რომელიც AEPJ-სთან და „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით განხორციელდება.
შეგახსენებთმ, რომ 11 მარტს თბილისში ებრაული კულტურისა და მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციის AEPJ-ის ახალი პროექტის - Parallel Traces გამოფენა გაიხსნება, რომელიც ევროკავშირთან თანამშრომლობით, Creative Europe - პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.