
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის ივლისში ხელფასს 997 ათასი ადამიანი იღებდა, მათი რაოდენობა წლიურად 2.5%-ით არის გაზრდილი. ხელფასის მიმღებთა თითქმის 12%-ს (119 662) თვეში 600 ლარამდე აქვს, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 2.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
ივლისში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, გადააჭარბა იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც იღებდნენ 1,200-2,399 ლარს ყოველთვიური ხელფასის სახით.
ხელფაისის მიმღებთა საერთო რაოდენობაში 2 400 ლარის ან მეტის მიმღებთა რიცხვი 36% იყო, სწორედ ამ კატეგორიაში იღებს ყველაზე მეტი ადამიანი ანაზღაურებას. წლიურ ჭრილში ამ ადამიანების რიცხვი 4.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.
ამასთან, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3%-ს შეადგენდა, ეს 2024 წლის ივლისთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.