global distribution
გარე ავეჯი

2025 წლის იანვარ-სექტემბერში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქართული წარმოების მანდარინის ექსპორტი 81%-ით შემცირდა. 

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს 9 თვეში ექსპორტირებულია $1.001 მლნ ღირებულების (ჯამში 1 783 ტონა) ქართული მანდარინი. ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის სამ კვარტალში ექსპორტზე გავიდა $5.385 მლნ  ღირებულების 9 431 ტონა ციტრუსი.

აღსანიშნავია, რომ წელს იანვარ-სექტემბერში ქართული მანდარინის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო. ამ პერიოდში რუსეთის წილმა ექსპორტში 81.5%-ს გადააჭარბა. 2025 წლის 9 თვეში ქართული მანდარინის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: რუსეთი $816 ათასი - 1 383 ტონა, სომხეთი - $185 ათასი -  400 კგ.

124