jan-medi
ავერსი გოლდენ ბრენდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცა, რომ პანელურ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა იმ აქტუალურ თემატიკაზე, რაც დღეს რეგიონში არსებობს. პრემიერი შეეხო გეოპოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის საქართველოს გამოწვევებს და ასევე იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანას აქვს განვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის კატარში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რეგულარული მონაწილეობა კატარის ეკონომიკურ ფორუმში ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით და იმ პერსპექტივების კუთხით, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს გააჩნიათ, როგორც ინვესტორებს, როგორც კარგ სავაჭრო პარტნიორებს.

„ბლუმბერგის“ ორგანიზებით, კატარში მესამედ ჩატარდა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც საქართველო უმაღლეს დონეზე იღებს მონაწილეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცა, რომ პანელურ დისკუსიაში მიეღო მონაწილეობა იმ აქტუალურ თემატიკაზე, რაც დღეს რეგიონში არსებობს. პრემიერი შეეხო გეოპოლიტიკურ ვითარებას, მათ შორის საქართველოს გამოწვევებს და ასევე იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანას აქვს განვითარებისა და უსაფრთხოების კუთხით. ვფიქრობ, რომ ჩვენი რეგულარული მონაწილეობა კატარის ეკონომიკურ ფორუმში ძალიან მნიშვნელოვანია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, პოლიტიკური ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების კუთხით და იმ პერსპექტივების კუთხით, რომლებიც რეგიონის ქვეყნებს გააჩნიათ, როგორც ინვესტორებს, როგორც კარგ სავაჭრო პარტნიორებს.

ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკის და ვაჭრობის მინისტრებთან იმის შესახებ, რომ შესაძლოა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. იცით, რომ საქართველომ უკვე დაასრულა ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს მნიშვნელოვანი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ურთიერთობები ისეთ დიდ ქვეყნებთან, როგორიც არის საუდის არაბეთი, კატარი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები. აქედან გამომდინარე, ჩვენი მუდმივი კომუნიკაცია ამ თემაზე იქნება, რაც ახალ პერსპექტივებს გააჩენს  საქართველოს ეკონომიკისთვის, ქართული ბიზნესებისთვის, სავაჭრო ურთიერთობების განვითარების კუთხით.

ასევე ჩვენ შევეხეთ კონკრეტულ დარგებს და დარგებში თანამშრომლობას. ეს ეხება ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობას, თანამშრომლობას ენერგეტიკული მიმართულებით, სატელეკომუნიკაციო და ციფრული განვითარების კუთხით, ვაჭრობის მიმართულებით და რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ის საინტერესო მიმართულებებია, სადაც საქართველოსა და სპარსეთის ყურის სხვადასხვა ქვეყანას აქვს თანამშრომლობის შესაძლებლობა, განსაკუთრებით კატარს, ასევე მზარდ ტურიზმს და ტურისტულ ნაკადებს მთლიანად ახლო აღმოსავლეთიდან. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ალტერნატიული ბაზარია, ტრადიციულ ბაზრებთან შედარებით. ასე რომ, ვფიქრობთ, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია და სტიმულს აძლევს სხვადასხვა დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს“, –  განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

264