janmedi
ავერსი ნემო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლემშვენიერა-დავით გარეჯის საავტომობილო გზის კმ14-კმ18 მონაკვეთის და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერთან მისასვლელი საავტომობილო გზის 0.9 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. 

სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 5,3 კმ-ია და საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. არსებულ გზაზე საფარი მხოლოდ გრუნტოვანი იყო და ატმოსფერული ნალექის შემთხვევაში მასზე მოძრაობა რთულდებოდა.

პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება. არსებული ხელოვნური ნაგებობების აღდგენა და ახალი ნაგებობების მოწყობა. ასევე, გათვალსიწინებულია მიერთებების, წყალგამტარი მილების, საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. პროექტი სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

146