jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

"რა პრობლემაა, გაასაჯაროონ <განკარგულებები> მე დასამალი არაფერი მაქვს" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ჟურნალისტის რეპლიკას, გამჭვირვალობაზე როდესაც საუბრობთ, თქვენი პრემიერობის დროს გამოცემული განკარგულებები დღემდე არ არის გასაჯაროებული, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა რომ მას დასამალი არაფერი აქვს.

"რა პრობლემაა გაასაჯაროონ მე დასამალი არაფერი არა მაქვს, არცერთი უკანონო ქმედება არ განმიხორციელებია. არცერთ უკანონო განკარგულებაზე ხელი არ მომიწერია. დასამალი მე არაფერი მაქვს დასამალი გვაქვს თქვენ“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გაკარგულებები არ ქვეყნდებოდა 2021-2023 წლებში, მაგრამ მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გახდა, განკარგულებების გამოქმეყნება დაიწიყო, თუმცა ძველი განკარგულებები, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დროინდელი, ჯერ კიდევ არ გამოქვეყნებულა.

 

177