2026 წლის 1 მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 10.2 ათასი ტონა მოცვი, 64.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.
უწყების ცნობით, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 52%-ით (3.5 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 42%-ით (19.0 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
ცნობისათვის, მოცვის ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (9 316 ტონა), გერმანია (240 ტონა), ნიდერლანდები (167 ტონა), სომხეთი (195 ტონა), თურქეთი (102 ტონა), პოლონეთი (76 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (70 ტონა) და სხვა.