2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე მონაცემებით, მათ შორის:
საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.3%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 0.5%-ით;
არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 5.1%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.2%-ით;
სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 1%-ით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6.4%-ით.
„2026 წლის ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.8%-ით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 6.4%-იანი ზრდით, რამაც 1.12 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.3%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში ტრანსპორტირების, საწვავისა და ელქტროენერგიის კატეგორიის 15.2%-იანი გაძვირებით და დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.6%-იანი ზრდით, რამაც შესაბამისად 1.81 და 1.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 30.3%-ით,“ - აღნიშნულია „საქსტატის“ ინფორმაციაში.