global distribution
ავერსი გარე ავეჯი
პრემიერ– მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით საქართველო ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უსწრებს მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, – ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ეს ხელისუფლების პროგრესია. 
 
"საქართველო მთავრობის კეთილსინდისიერების 2022 წლის ინდექსით, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულში დაწინაურდა. 
 
ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის  კეთილსინდისიერების ინდექსით, საქართველო მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ესტონეთის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.
 
შედარებისთვის, წელს უკვე, აღნიშნული ინდექსის მიხედვით, მთავრობის კეთილსინდისიერების ინდიკატორით, ნატოს წევრ 14 და ევროკავშირის წევრ 12 სახელმწიფოს ვუსწრებთ." 
 
782