gorgia
ავერსი legi

 2025 წლის ნოემბერში ყოველთვიური ხელფასის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმების თრექერშია აღნიშნული.

მათი ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც ხელფასს ყოველთვიურად იღებდნენ, 996,988 შეადგინა, რაც 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 0.8%-ით, ხოლო 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, 1.0%- ით დაბალი იყო.

PMCG-ის მონაცემებით, ნოემბერში, ყოველთვიური ხელფასის მოცულობის მიხედვით მიმღებთა რაოდენობა ასეთია:

2025 წლის ნოემბერში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 12.4% შეადგენდა, რაც 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაზრდილი, ხოლო 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია. ამ მოცულობის ხელფასს ნოემბერში 119 638 ადამიანი იღებდა.

600-დან 1199 ლარამდე ხელფასს 199 397 პირი იღებდა, რაც საერთო რაოდენობის 20%-ია. წინა თვესთან შედარებით მათი რიცხვი 1%-ით გაიზარდა.

2025 წლის ნოემბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 33.2%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2024 წლის ნოემბერთან შედარებით, 4.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. ნოემბერში 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს 329 006 პირი იღებდა.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2.9%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის ოქტომბერთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირებული, ხოლო 2024 წლის ნოემბერთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია. ამ მოცულობის ხელფასს 28 912 პირი იღებდა.

95