gorgia
ავერსი legi

2025 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (4.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (3.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.9 პროცენტი), თევზეული (1.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-6.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.5 პროცენტი);


სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.09 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.2 პროცენტი) და პირადი ჰიგიენა (2.7 პროცენტი);


ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.9 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.05 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მატება დაფიქსირდა ქვეჯგუფებზე: ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (2.4 პროცენტი), საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (2.1 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (1.5 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (-3.1 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (-2.3 პროცენტი);


ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების (-1.4 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის (-0.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.


წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (16.9 პროცენტი), თევზეული (15.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (14.9 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (13.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (11.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (5.1 პროცენტი);


ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.0 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (6.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;


ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.7 პროცენტი),“ - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

80