2025 წლის ოქტომბერში ხელფასის მიმღებთა რიცხვი როგორც თვის, ასევე წლის ჭრილში გაიზარდა. PMC-ის კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ოქტომბრის დასაქმების თრექერის მიხედვით, ოქტომბერში თვიურ ხელფასს 1,004,706 ადამიანი იღებდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 1.9%-ით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2.6%-ით მეტი იყო.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს ამ პერიოდისთვის 120 578 ადამიანი იღებდა, რაც საერთო რაოდენობის 12.3%-ია. ამ ადამიანების რაოდენობა 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 2%-ით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, 2.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია;
ამასთან, 2025 წლის ოქტომბერში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 34.3%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით,ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით, 5.0 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
იმ ადამიანების რაოდენობა კი, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, ოქტომბერში 3.2%-ს შეადგენდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.