პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დღეს, ინტერპელაციის წესით, ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მივა.
სოხაძე პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიწვია. მინისტრთან სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით 68 შეკითხვა გადაიგზავნა, რომელსაც სოხაძე პლენარულ სხდომაზე გასცემს პასუხს.
პარლამენტის მოქმედი რეგლამენტით, კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ გათვალისწინებულია დებატები და სიტყვით გამოსვლები.
რევაზ სოხაძის ინტერპელაციის პროცედურით მოწვევა არის მინისტრის პირველი მოსმენა, რომელიც XI მოწვევის პარლამენტში გაიმართება.