gorgia
ავერსი legi

ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით 13:00 საათზე ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. 

ფასებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილი საკოორდინაციო სამუშაო კომისია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით უკვე შეხვდა სააფთიაქო ქსელებისა და ფარმაცევტთა ასოციაციის წარმომადგენლებს, აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები უკვე გაიმართა ქართველ მწარმოებლებთან და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთანაც.

ცნობისთვის, ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს. საპარლამენტო დროებით კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს განაცხადა, რომ სურსათის ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატით, რაც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. 24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას იწყებს. 2026 წლის 5 იანვარს კი სურსათის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო კომისია შეიქმნა.
102