global distribution
ავერსი გარე ავეჯი
პირველი მარტიდან საკარანტინო სივრცეები, ე.წ. კოვიდსასტუმროები​ უქმდება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
„ეს იმას ნიშნავს, რომ არსებული პროტოკოლებიდან გამომდინარე, დღეიდან აღნიშნულ სივრცეებში ინფიცირებულთა შეყვანა შეჩერდება“, – განაცხადა ღიბრაძემ.
 
მისივე თქმით, უქმდება თერმოსკრინინგის და ჟურნალის წარმოების ვალდებულება, ასევე დეზობარიერების ქონის ვალდებულება.
 
„სასტუმროებს მიეცემათ საშუალება, ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს“, – განაცხადა ღიბრაძემ.
992