სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.48 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები 16.9 პროცენტითაა მომატებული ხილსა და ყურძენზე. 15.5 პროცენტით გაძვირდა თევზეული, ზეთი და ცხიმი – 14.9 პროცენტით, პური და პურპროდუქტები – 13.6 პროცენტით. 12.0 პროცენტით მოიმატა ფასმა ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე. შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 11.6 პროცენტით გაძვირდა, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 8.6 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 8.5 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 6.5 პროცენტით, ხოლო ბოსტნეული და ბაღჩეული – 5.1 პროცენტით;
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.66 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.0 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (6.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.0 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.7 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.