janmedi
ავერსი ნემო

"ენგურჰესის" დირექტორი, ლევან მებონია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა “იმერეთის“ 500 კილოვატიანი ხაზის გამორთვამ გამოიწვია. 

მისი თქმით, რეჟიმი დაირღვა და ენერგოსისტემა დაიშალა.

„ხაზი გამოირთო 500 კილოვატიანი "იმერეთი". ... ხაზი გამოირთო, ხაზი არ არის ჩემს განკარგულებაში, ვაერთებთ აგრეგატებს, ძაბვა მივიდა და აღდგება მალე.

ძირითადი დატვირთვა - ენგური უკავშირდება ენერგო სისტემას ზესტაფონამდე. ძალიან დიდი ტვირთი გადიოდა - რომ გამოირთო, დაირღვა რეჟიმი და დაიშალა მთლიანად ენერგოსისტემა. ავარიის აღდგენის პროცესში ვართ“, - აღნიშნა მან “ტვ პირველთან“ სატელეფონო კომენტარში.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით,10:15 საათისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით სრულად აღდგა. ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა დაახლოებით დილის რვა საათისთვის დაფიქსირდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზის დადგენა. მსგავსი შემთხვევა მოხდა 24 ივლისსაც, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა.

97