gorgia
ავერსი legi

საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში 2025 წლის მესამე კვარტალში 4461 გემი შემოვიდა, რომელთა 48.9 პროცენტი იყო გენერალური ანუ ზოგადი სახის ტვირთის გადამზიდი, 26.9 პროცენტი – თხევადი ტვირთმზიდი, 13.4 პროცენტი – კონტეინერმზიდი, ხოლო დანაჩენი 10.8 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

საქსტატის ცნობით, 2025 წლის მესამე კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 54.6 პროცენტით მეტი გენერალური ტვირთმზიდი გემი მიიღო, 30.0 პროცენტით მეტი – სპეციალიზებული, 39.4 პროცენტით ნაკლები – კონტეინერმზიდი, 7.0 პროცენტით ნაკლები – თხევადი ტვირთმზიდი.

უწყების ანგარიშით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9 პროცენტი პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14.6 პროცენტი – თურქეთის, 10.8 პროცენტი – მალტის, 7.2 პროცენტი – ლიბერიის, დანარჩენი 49.5 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურები 4.2 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, მგზავრთა ნაკადში შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატებოდა გასული მგზავრების წილს და 50.4 პროცენტს შეადგენდა.

2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 293.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც 1.4 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. გადამუშავებული ტვირთის 43.7 პროცენტი გენერალური ტვირთი იყო, 34.5 პროცენტი — თხევადი ტვირთი, ხოლო 21.8 პროცენტი — ნაყარი ტვირთი.

57