jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ, ჯამში, ამ ეტაპზე 22 გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა,, რომელთა ჯამური ღირებულება 8 418 343 ლარია. ჯამური მოცულობა იმ თანხის, რაც ამ მიმართლებით უწყებების მხრიდან დაიხარჯა, შესაძლოა დაკორექტირდეს.

1. შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
 
- 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ქალაქ მესტიაში, მთავარ მოედანზე, დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებების ორგანიზებაში კომპანია 379 981.48 ლარს დახარჯავს.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო- ქ. ამბროლაურში ახლადრეაბილიტირებულ სკვერში და მიმდებარე ტერიტორიაზე დღესასწაულის აღსანიშნავი ღონისძიებება გაიმართება. გათვალისწინებულია ტერიტორიის მორთვა-გაფორმება, ტერიტორიაზე მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კაფეები; შეიქმნება სპეციალური სივრცეები ბავშვებისა და უფროსებისათვის, მოეწყობა სპორტული აქტივობები. ბიუჯეტი 268 713.08 ლარია.

3. სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" - ქალაქ რუსთავში – 26 მაისის ღონისძიების კონცეფციის შესაბამისად, შემეცნებითი ინსტალაციების დამზადება და სივრცის მოწყობა, 26 მაისის ინსტალაციის განთავსება, საბავშვო აქტივობებისა და საბავშვო ზონის, საკვები ობიექტის მოწყობა, მუსიკალური ნომრები, კოსტიუმერებული მსვლელობა და მუსიკალური ბენდის მიერ ჰიმნის შესრულება, ფოტოსტენდის მოწყობა, დროშებისა და ბრენდირებული ბუშტების დარიგება. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 62 018.15 ლარს დახარჯავს.

4. სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - ქალაქ რუსთავში 65 419.2 ლარს დახარჯავს საქართველოს სახელწმიფო ელექტროსისტემა. რუსთავში უწყება საბავშვო გასართობი აქტივობის და საქართველოს ისტორიის ამსახველი საინფორმაციო სტენდების მოწყობა გეგმავს.

5. კულტურის და ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებითი განვითარების ცენტრების გაერთიანება - ხაშურში დამოუკიდებლობის დღის აღნიშნივნა ცენტრების გაერთიანებას 29 300 ლარი უჯდება.

6. ქ.ბათუმის კულტურის ცენტრი - ბანერების დამზადება, ბრენდირებული მაისურების მოწოდება; კარვებთით უზრუნველყოფა, ბექსთეიჯის მომსახურება; ელექტროენერგიის ქსელის მოწყობა და მასთან დაკავშირებული მომსახურება; ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა; ღონისძიებაში მონაწილე შემსრულებლების ჰონორარი ბათუმის კულტურის ცენტრს 58 000 ლარი დაუჯდება.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - შსს ბათუმში მოსახლეობას მოწყობილ სივრცეებში მოუთხრობს, ისტორიულ მოვლენებზე, რომელმაც ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოიყვანა. ასევე დაგეგმილია სამინისტროს ტექნიკური აღჭურვილობის გამოფენა და მოსახლეობისთვის ინოვაციური პროექტების გაცნობა. გამოყოფილი ბიუჯეტი 326 936 ლარია.

8. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია- 777 206 ლარს დახარჯავს თელავსა და ზუგდიდში გასტრონომიული ზონის, საკვები სივრცის, დღის განმავლობაში გასართობი აქტივობებისა და სამეწარმეო გამოფენის ორგანიზებაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

9. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - ქ. ფოთში საზღვაო სექტორისთვის განკუთვნილ ლოკაციაზე განთავსდება: აფრიანი გემი, სადაც ასვლა შეეძლებათ ვიზიტორებს. წარმოდგენილი იქნება ბათუმისა და ფოთის შუქურის მაკეტები; მოეწყობა საგამოფენო სივრცე საზღვაო თემატიკის დეკორაციებით; მოეწყობა სცენა და ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდი მუსიკალურად გაფორმებს ღონისძიებას. აღნიშნულ აქტივობებში 13 300 ლარი დაიხარჯება.

10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - ქალაქ ფოთში სამინისტრო 352 837.62 ლარს დახარჯავს. ქალაქში მოხდება შესაბამისი შემეცნებითი სივრცეების, პავილიონებისა და ღონისძიებების მოწყობა. განთავსდება მუსიკალური სივრცეები და თემატური ინსტალაციები.

11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - ქალაქ ტყიბულში შემეცნებითი ინსტალაციები, საბავშვო სივრცეები და თემატური დეკორაციები მოეწყობა. ჯანდაცვის სამინისტრო 284 200 ლარს დახარჯავს.

12. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - უწყება დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად 2 800 000 ლარს დახარჯავს. მისი მხრიდან დაგეგმილი ღონისძებები ძირითადად ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების მოწყობა გულისხმობს საქართველოს 10-ვე რეგიონში. ასევე ქ. თბილისში, თავისუფლების მოედანზე ტრიბუნებისა და სცენის მოწყობას, სცენის შეფუთვას შეიარაღების, აღჭურვილობისა და ჯავშანტექნიკის გამოფენების ორგანიზებას ქ. თბილისსა და რეგიონებში გულისხმობს. თავდაცვის სამინისტრო დაარგანიზებს ავიაციის საჩვენებელ გადაფრენას და ფიცის ცერემონიალზე დასასწრებად მოსაწვევების დაბეჭდვა-დარიგებასაც.

13. შპს "საქართველოს ფოსტა" - შპს „საქართველოს ფოსტას“ დაევალა ქალაქ ქუთაისში, 26 მაისის კონცეფციის შესაბამისად, სტენდის მოწყობა, საქართველოს ფოსტის საქმიანობის შესაბამისი სახალისო აქტივობებისა და საბავშვო ზონის უზრუნველყოფა, რაშიც 153 988.42 ლარის დახარჯვაა გეგმაში.

14. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო - ქალაქ გორში პროფესიული განათლების მიმართულებით განხორციელებული, წარმატებული პროექტების წარმოჩენის მიზნით, პროფესიული კოლეჯებისთვის განკუთვნილი საგამოფენო სივრცის მოწყობა და აღჭურვა. სააგენტომ 88 018.56 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

15. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - ქალაქ გორში განათლების სამინისტრო შემეცნებითი, გასართობი და საგამოფენო შინაარსის მულტიფუნქციური სივრცეებს მოწყობას და შესაბამის აქტივობებს უზრუნველყოფს, სამინისტროს უკვე შერჩეული ჰყავს მიმწოდებელი კომპანიაც, რომელსაც 283 610.28 ლარს გადაუხდის.

16. დაცული ტერიტორიების სააგენტო - სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ დაევლა ქალაქ ქუთაისში, კონცეფციის შესაბამისად, სხვადასხვა სივრცის მოწყობა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, რაშიც 358 135.86 ლარის დახარჯვა იგეგმება.

17. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა - შემეცნებითი შოუები, წყალქვეშა სამყარი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინსტალაცია და ა.შ. ამ სივრცეების მოწყობას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 42 002.1 ლარად გეგმავს.

18. სოფლის განვითარების სააგენტო - სააგენტოს დაევალა ქ. მცხეთაში ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა/ბაზრობის მოწყობა, ღვინის დეგუსტაციის კუთხის მოწყობა, მოსასვენებელი და ბავშვთა გასართობი სივრცეების მოწყობა, თემატური ფოტოსტენდების მოწყობა, 26 მაისის ლოგოს ინსტალაცია, კოსტიუმირებული მსვლელობების მოწყობა, საბავშვო კონცერტის მოწყობა და საზეიმო აღნიშვნა. სააგენტოს ბიუჯეტი ამ მიმართულებით 300 000 ლარია.

19. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - ქ.თელავში, თანამედროვე ტექნოლოგიების ვორკშოპები გაიმართება. ღონისძიებაზე მისული მოქალაქეებისთვის, საინფორმაციო, ტექნოლოგიური, გასართობი სივრცის მოწყობისა და ინტერაქციული კუთხეები მოეწყობა, რაშიც სააგენტო 61 976.62 ლარს დახარჯავს.

20. ქ. თბილისის მერია - ლოკაციაზე განთავსდება სხვადასხვა ინსტალაცია, ფოტოზონა და სადღესასწაულო მორთულობა საქართველოს დროშის თემატიკაზე. განხორციელდება შესაბამისი თემატური აქტივობები და მოეწყობა კვების ზონა. აღნიშნულ აქტივობებში 26 მაისს თბილისის მერია 499 000 ლარის დახარჯვას აპირებს.

21. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“, პასუხისმგებელი არიან ქ. ახალციხეში რაბათის ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობის ორგანიზებაზე. ჯამური ბიუჯეტი 349 515 ლარია.

22. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - კულტურის სამინისტრო ქალაქ თბილისში, გალაკონცერტს და სპორტულ აქტივობებს დაარგონიზებს, რაშიც 891 191.33 ლარს დახარჯავს.

წყარო: BMG

574