gorgia
ავერსი legi

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 9.291 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 25.042 მლრდ ლარს) შეადგენს. ეს კი 702.867 მლნ დოლარით მეტია (8%) გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.589 მლრდ დოლარს შეადგენდა.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.990 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.904 მლრდ დოლარს აჭარბებს, ორმხრივი კრედიტორების კი 1.586 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 301.062 მლნ დოლარს შეადგენდა.

2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

მსხვილი კრედიტორები 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით:

აზიის განვითარების ბანკი (ADB) – 2.535 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD) – 1.888 მლრდ დოლარი
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – 1.208 მლრდ დოლარი
მსოფლიო ბანკი, განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) – 406.882 მლნ დოლარი
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) - 230.733 მლნ დოლარი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) - 150.988 მლნ დოლარი
ამასთან, საქართველოს მთავრობას ვალი აქვს საფრანგეთის - 872.870 მლნ დოლარი; გერმანიის - 580.239 მლნ დოლარის; იაპონიის - 112.515 მლნ დოლარის და ა.შ.

90