2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტები 1.6 მილიონ მგზავრს მოემსახურა, რაც 4.3%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებშია აღნიშნული.
სტატისტიკის მიხედვით საქართველოს აეროპორტებიდან გაემგზავრა 0.8 მილიონი მგზავრი (5.3%-ით მეტი), ხოლო აეროპორტებმა მიიღო 0.8 მილიონი მგზავრი (3.3%-ით მეტი).
ამავე მონაცემების თანახმად, 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.6% რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებულ სამგზავრო რეისებს, საქსტატის მიხედვით, 2026 წლის I კვარტალში 7.3 ათასი შეადგინა, რაც 20.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 10.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.1% მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.9% — გაგზავნილი.
ამასთან, მონაცემების მიხედვით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 6.2%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ხოლო 2026 წლის I კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 190.7 ათასი მგზავრი და გადატანილია 30.5 ათასი ტონა ტვირთი. როგორც საქსტატი განმარტავს, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 57.7%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.1%-ით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.