gorgia
ავერსი legi

2026 წლის იანვარში საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 7.5 ათასით, ბიუჯეტში გადახდილი თანხა კი თითქმის 3 მლნ ლარით შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე), თუ 2025 წლის იანვარში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 13.625 მლნ ლარი შევიდა, 2026 წლის იანვარში ამ მაჩვენებელმა 10.976 მლნ ლარი შეადგინა.

თანხის შემცირების შესაბამისად, იკლო გატარებული ტრაილერების რაოდენობამაც. კერძოდ, არსებული ფინანსური მაჩვენებლების შესაბამისად, გამოდის, რომ ჩვენი დერეფანი წელს, იანვარში 31 361 ტრაილერმა გადაკვეთა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაახლოებით 38 930 ტრაილერმა.

რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2025 წელს სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 171 286 748 ლარი შევიდა, შესაბამისად, საზღვარი საშუალოდ 489 390-მა სატვირთომ გადაკვეთა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

83