
იანვარ - მარტში საქართველოს დერეფანში ტრანზიტული ტრაილერების რაოდენობა 5%-ით შემცირდა.
სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს I კვარტალში საქართველომ გზათსარგებლობიდან 39 045 874 ლარის შემოსავალი მიიღო. ₾2.1 მილიონით ნაკლები 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ შარშან 117 708 ტრაილერმა გაიარა, წელს მათი რაოდენობა 6 149 ერთეულით შემცირდა და იანვარ-მარტში საქართველოს გზებით 111 559 სატვირთო ტრაილერმა ისარგებლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მხოლოდ მარტში ტრაილერების გატარებიდან ბიუჯეტში 14 546 365 მილიონი ლარი შევიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მარტში საქართველოს გზებით 41 561 სატრანზიტო ტრაილერმა ისარგებლა. უშუალოდ მარტში ტრაილერების გატარებით მიღებული შემოსავლები მცირედით გაზრდილია.